saqarTvelos mdinareebi - xrami

ქვეყანა საქართველო, აზერბაიჯანი
სათავე თრიალეთის ქედი
სიგრძე 201 კმ
აუზის ფართობი 8 340 კმ²

 

სინონიმი: ქცია მეორე სახელი.

მდინარე აღმოსავლეთ საქართველოში, მტკვრის მარჯვენა შენაკადი. ზემოწელში მას ქციას უწოდებენ. ხრამი სათავეს იღებს თრიალეთის ქედის კალთებზე, მიედინება ღრმა ხეობაში. მდინარის სიგრძე 201 კმ. აუზის ფართობი 8340 კმ2. წყლის საშუალო ხარჯი - 51 კუბ.მ/წმ, მაქსიმალური - 448 კუბ.მ/წმ. საზრდოობს უპირატესად თოვლით, არ იყინება, ქვემოწელში გამოიყენება სარწყავად. ხრამზე აგებულია წალკის წყალსაცავი და 3 ჰიდროელექტროსადგური. ხრამის შენაკადებია: დებედა და მაშავერა (მარჯვენა).